
1
ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2
ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3
სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის.
4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5
გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე.
6
ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.