სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია

სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია

4  
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს

5  
არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს

6  
არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.

7  
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.

8  
სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.

9  
ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ.

10  
და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.

11  
როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.

12  
ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.

13  
ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.

1 Corinthians 13 in Georgian

1 Corinthians 13 in English

This post is also available in: პორტუგალიური არაბული ბელორუსული ბენგალური ბულგარული დანიური ფინური ბერძნული ჰინდი უნგრული მალაი მონღოლური ნეპალური ნორვეგიული პორტუგალიური სინჰალა სლოვაკური სუაჰილი შვედური თამილი ტელუგუ თურქული ზულუ ჩეხური მალაიალამური ესპანური (ესპანეთი) ლიტვური მარათელი პენჯაბური გუჯარათი მაკედონური ამჰარული უზბეკური

კატეგორიაკატეგორიის გარეშე