მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს

მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს

1  
დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

2  
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.

3  
მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.

4  
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს.

5  
მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.

6  
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით.

7  
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.

8  
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.

9  
რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.

10  
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.

11  
ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

Psalm 36 in Georgian

Psalm 37 in English

კატეგორიაკატეგორიის გარეშე