სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია

სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია

4  
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს

5  
არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს

6  
არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.

7  
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.

8  
სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.

9  
ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ.

10  
და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.

11  
როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.

12  
ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.

13  
ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.

1 Corinthians 13 in Georgian

1 Corinthians 13 in English

ახლა, თქვენს ბავშვებს ქართულ ენაზე შეუძლიათ გამოსცადონ ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია!

ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია

დღეს, ჩვენს პარტნიორთან, OneHope-თან ერთად, გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ბიბლიის საბავშვო აპლიკაციის ქართულ ენაზე. ახლა უფრო მეტ ბავშვს, ვიდრე ოდესმე, აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ისიამოვნოს ბიბლიით.

ენების შეცვლა მარტივია, პირდაპირ აპლიკაციის პარამეტრებიდან:

  1. დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი აპლიკაციის განახლება უახლესი ვერსიით.
  2. გახსენით აპლიკაცია და და დადექით გადაცემათა ბმულზე გასახსნელად პარამეტრები.
  3. დააჭირეთ ენებს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.

ამ ენაზე მოუსმენთ აუდიო გახმოვანებას და ამ ენაზევე იხილავთ ყველა ტექსტს!

გთხოვთ, დაგვეხმარეთ ამ დიდებული სიახლის აღნიშვნაში!

Facebookგააზიარე ფეისბუქზე
Twitterგააზიარე ტვიტერზე
Emailგააზიარე ელ-ფოსტით


data.translations.bafk.send('ka-blog').about_img_alt

ბიბლიის საბავშვო აპლიკაციის შესახებ

შექმნილია OneHope პარტნიორობით. ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია არის YouVersion-გან, რომელიც არის ბიბლიის აპლიკაცია შექმნილია ბავშვებისათვის სასიამოვნოდ და ადვილად აღსაქმელი დიზაინით. ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია უკვე დაინსტალირებულია 25 მილიონზე მეტ Apple, Android, და Kindle მოწყობილობებზე და ის ყოველთვის სრულიად უფასოა. ბავშვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამოვნებით იყენებენ ბიბლიის საბავშვო აპლიკაციას სხვადასხვა ენებზე – ახლა კი უკვე ქართულადაც!

App Store Google Play Amazon